მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი ჰიბრიდული და ელექტრომანქანაა საქართველოში, რომელთა რაოდენობა მზარდია

ჰიბრიდი

საქართველოში 2024 წლის მდგომარეობით ჯამში 1 534 600 ავტომობილია. საქსტატის მონაცემების თანახმად, უმრავლესობა 719 500 ბენზინზე მუშაობს, რაც მთლიანი ავტოპარკის 46.9%-ს შეადგენს.

ყოველწლიურად მზარდია ჰიბრიდული და ელექტრომობილების რაოდენობაც და წილიც. მაგალითად, 2024 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 160 100 ჰიბრიდული მანქანაა, რომელიც მთლიანი ავტოპარკის 10.4%-ს შეადგენს. შედარებისთვის, 2023 წელს ქვეყანაში 136 500 ჰიბრიდული ავტომობილი იყო რეგისტრირებული და მათი წილი 9.5%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ელექტრომობილებს, მათი რაოდენობა 8 800-ია, ხოლო წილი მთლიან ავტოპარკში 0.6%. 2023 წელს კი ელექტრომობილების რაოდენობა 4 900 იყო და მათი წილიც უფრო ნაკლებს - 0.3%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავზე მომუშავე მანქანების რაოდენობას, 2024 წლის მონაცემებით, ქვეყანაში, 1100 გაზზე მომუშავე ავტომობილია, დიზელზე მომუშავე - 193 500, გაზსა და ბენზინზე ერთად კი - 168 200.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები