მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი იქნება დეპუტატის ხელფასი 2025 წლიდან

პარლამენტი

2025 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრთა ხელფასი 2,910 ლარით გაიზრდება და 8,250 ლარით განისაზღვრება. შესაბამისი კანონი პარლამენტმა 2024 წლის 7 მარტს 77 ხმით მიიღო.

2025 წლიდან პარლამენტში შრომის ანაზღაურება 10 მლნ-ით 43.9 მლნ-დან 53.9 მლნ-მდე იზრდება.

პარლამენტში ხელფასები ასე განისაზღვრება:

  • პარლამენტის წევრს, რომელსაც არ უკავია საპარლამენტო თანამდებობა, ხელფასი გაეზრდება 3 626 ლარით და განესაზღვრება 8 250 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 260 ლარით და გახდება 10 000 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 100 ლარით და გახდება 9 500 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 2 910 ლარით და გახდება 9 250 ლარი;
  • კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 460 ლარით და გახდება 9 000 ლარი;
  • კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 950 ლარით და გახდება 8 750 ლარი;
  • კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 760 ლარით და გახდება 8 500 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები