მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი იქნება საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა წელს - კომპანიის პროგნოზი

5caf60a5de50d
სალომე მეცხვარიშვილი
12.04.19 10:15
747
საქართველოს რკინიგზა წელს წინა წელთან შედარებით გაზრდილ ტვირთბრუნვას ელოდება.

როგორც bm.ge-ისთან საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე მამუკა ტალახაძე ამბობს, რეალისტური მოლოდინი აქვთ, რომ ტვირთბრუნვა 11 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

თუ წლის ბოლოს სახელმწიფო კომპანიის გადაზიდვები ამ მაჩვენებელს მიაღწევს, ეს ნიშნავს, რომ 2018 წელთან შედარებით ზრდა 1 მილიონი ტონა იქნება, რადგანაც გასულ წელს საქართველოს რკინიგზამ სწორედ 10 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა.

“ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სატესტო რეჟიმში მუშაობს, მაგრამ კონტეინერები საკმაოდ გადაიზიდება. ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ფორმატი, თურქმენული და შუა აზიის მიმართულებით გადასაზიდი ტვირთები, მოგვცემს საშუალებას, რომ წლევანდელი ტვირთბრუნვა 11 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. ეს არ არის ოპტიმისტური მოლოდინი, ეს არის რეალისტური მოლოდინი”, - აცხადებს მამუკა ტალახაძე.

მისი თქმით, საქართველოს რკინიგზა ასევე გაააქტიურებს მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა და პოლონეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები