2023 წელს საქართველოში ქირურგიული მომსახურების ნებართვა 114-მა კლინიკამ, ხოლო რეანიმაციული მომსახურების ნებართვა 115-მა კლინიკამ მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროდან bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, 2024 წელს, სტანდარტები დააკმაყოფილა და ქირურგიული მომსახურების ნებართვა 7-მა დაწესებულებამ მიიღო, ხოლო სტანდარტების შეუსაბამობის გამო, ქირურგიული მომსახურების ნებართვაზე უარი 4 დაწესებულებას ეთქვა. სტანდარტები დააკმაყოფილა და რეანიმაციული მომსახურების ნებართვა 7-მა დაწესებულებამ მიიღო, ხოლო სტანდარტების შეუსაბამობის გამო, რეანიმაციული მომსახურების ნებართვაზე უარი 4 დაწესებულებას ეთქვა.
"2023 წელს, რეგულირების სააგენტოს მიერ, კლინიკებში, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად, ქირურგიული მომსახურების ნებართვა 114-მა დაწესებულებამ მიიღო, ხოლო სტანდარტების შეუსაბამობის გამო, ქირურგიული მომსახურების ნებართვაზე უარი 27 დაწესებულებას ეთქვა. რეანიმაციული მომსახურების ნებართვა 115 დაწესებულებამ მიიღო, ხოლო სტანდარტების შეუსაბამობის გამო, რეანიმაციული მომსახურების ნებართვაზე უარი 28 დაწესებულებას ეთქვა", - წერს სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კლინიკებს აღნიშნული სერვისის მიწოდების უფლება უწყდებათ ან არ ეძლევათ. აღნიშნული არ ითვალისწინებს დაჯარიმებას. დაჯარიმება ხდება უკვე გაცემული სანებართვო პირობების დარღვევისა ან ნებართვის გარეშე - უკანონო სამედიცინო საქმიანობის
შემთხვევაში.