მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი კონტეინერი, გემი და ავტომობილი მიიღო მაისში APM Terminals Poti-მა?

apm ფოთი

2025 წლის მაისი APM Terminals Poti-მა 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც მათი მონაცემებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იანვარ-მაისის მონაცემების ჯამით, APM Terminals Poti-მ მთლიანობაში 255 944 TEU კონტეინერი დაამუშავა. აღნიშნული რაოდენობა 13,44%-ით (30314 TEU-თი) აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

გაზრდილია საკონტეინერო გემების რაოდენობაც. მაისში ფოთის პორტმა 32 გემი მიიღო, რაც უფრო მეტია, ვიდრე აპრილის (27 გემი) და მარტის (30 გემი) მაჩვენებლები.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული მატება დაფიქსირდა ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების სეგმენტშიც. მაისის თვეში პორტმა 2527 კონტეინერი მიიღო და დაამუშავა 7 513 ავტომობილი, რაც ამ მიმართულებით ისტორიული მაქსიმუმია. შედარებისთვის, მარტში 6 134, ხოლო აპრილში 6 310 ავტომობილი დამუშავდა. 2024 წლის მაისის მონაცემებთან შედარებით (6709 მანქანა), მიმდინარე წლის მაჩვენებელი დაახლოებით 12%–ით მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები