მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მილიარდის დაზოგვას გეგმავს ტრამპი 7 ორგანიზაციის, მათ შორის VOA-ს დაფინანსების შეჩერებით

დონალდ ტრამპი

ტრამპის ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან საბიუჯეტო შემცირებას აგრძელებს. თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 7 საბიუჯეტო ორგანიზაციის, მათ შორის რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის დამფინანსებელი სტრუქტურის - USAGM-ის დაფინანსება შეჩერდება. აღნიშნული ორგანიზაციის ბიუჯეტი 2024 წელს 886 მილიონ დოლარს შეადგენდა. მთლიანად შვიდივე ორგანიზაციის დაფინანსება კი 2 მილიარდ დოლარს აღწევს.

სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:

  • აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (USAGM) - დაფინანსება 2024-ში 886 მილიონი დოლარი;
  • თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი - დაფინანსება 2024-ში 631 მილიონი დოლარი;
  • სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი - დაფინანსება 2024-ში 294 მილიონი დოლარი;
  • უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო - დაფინანსება 2024-ში 70 მილიონი დოლარი;
  • მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი - დაფინანსება 2024-ში 54 მილიონი დოლარი;
  • ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი - დაფინანსება 2024-ში 15 მილიონი დოლარი;
  • აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ - დაფინანსება 2024-ში 4 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება უშუალოდ USAGM-ს, მისი დაფინანსების შესახებ უფრო დეტალურად წაიკითხეთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები