ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის ბიუჯეტის 8 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წელს მთავრობამ 8.9 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფია, რაც სამი კვარტლის გეგმის 90% იყო. სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა - 3.8 მილიარდი ლარი ბიუჯეტში წელს დამატებული ღირებულების გადასახადიდან შევიდა. მეორე ადგილზეა საშემოსავლო გადასახადი 3 მილიარდი ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები:
• დამატებული ღირებულების გადასახადი - 3.8 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 98%;
• საშემოსავლო გადასახადი - 3 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 95%;
• მოგების გადასახადი - 1.4 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 107%;
• აქციზი - 1.2 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 92%;
• მათ შორის თამბაქოს აქციზი - 516 მლნ ლარი;
• მათ შორის საწვავის აქციზი - 353 მლნ ლარი.
ბიუჯეტის შემოსავლები პრივატიზაციიდან წელს 132 მილიონი ლარი იყო, რაც ბიუჯეტის 9 თვის გეგმის 67%-ია, მთავრობა წელს 300 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს პრივატიზაციიდან, თუმცა 8 თვეში სახელმწიფო ქონების რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 132 მილიონი ლარი იყო.