მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ბარელის სატრანზიტო ნავთობი კვეთს საქართველოს

5c08029be60be
შოთა ტყეშელაშვილი
05.12.18 21:44
1766

საქართველოს ტერიტორიაზე ყოველდღიურად გლობალური ნავთობის მოხმარების 0.8% გაივლის. საქართველოს ყოველდღიურად 800 ათასი ბარელის მოცულობის ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეირანისა და ბაქო-სუფსის მილსადენების მეშვეობით გადაკვეთს.

გაზისა და ნავთობის კორპორაციის მონაცემებით, 2018 წლის ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვამ 23.3 მილიონი ბარელი შეადგინა, ხოლო ბაქო-სუფსის მილსადენში კი 1.6-მა მილიონმა ბარელმა ნედლმა ნავთობმა გაიარა. 2018 წლის იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე სულ 220 მილიონი ბარელის მოცულობის ნედლი ნავთობის გადაზიდვა მოხდა.

საქართველოზე 1768-კილომეტრიანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის 249-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის. 46 ინჩის დიამეტრის მილსადენს მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში დღეში 1.2 მილიონი ბარელის გატარება შეუძლია.

მილსადენის ოპერატორის BP-ის ინფორმაციით, მილსადენის საოპერაციო ხარჯებმა 2018 წლის პირველ ნახევარში $65 მილიონი შეადგინა. 2017 წელს გადაზიდული ნავთობის საერთო ღირებულება $9 მილიარდს აღემატებოდა.

წლების მიხედვით, საქართველოზე გამავალი მილსადენები ყველაზე მეტად 2009 წელს იყო დატვირთული, მაშინ საქართველოს ტერიტორიაზე 317-მა მილიონმა ბარელმა ნავთობმა გაიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები