მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი დაიხარჯა პრეზიდენტის და მთავრობის ფონდებიდან 9 თვეში

5bd597fd4b533
თელარა გელანტია
28.10.18 16:03
769
2018 წლის 9 თვეში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა 104 შემთხვევაში სულ 4 მლნ 305 ათასი ლარი იყო.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურის ინფორმაციით, გამოყოფილი ასიგნებებიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაწეულმა საკასო ხარჯმა სულ 3 მლნ 913 ათას 100 ლარი შეადგინა.

მისივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში აუთვისებელი თანხების მოცულობა 2018 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით 391 ათას 800 ლარი იყო.

რაც შეეხება, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2018 წლის ცხრა თვეში გაწეულ ხარჯს, ხაზინის ინფორმაციით, ასიგნებების მოცულობამ 43 შემთხვევაში შეადგინა სულ 28 მლნ 441 ათას 400 ლარი.

„გამოყოფილი ასიგნებებიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა სულ 25 მლნ 872 ათას 200 ლარი. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 2018 წლის 1 ოქტომბრისთვის აუთვისებელი თანხების მოცულობამ შეადგინა სულ 2მლნ 569 ათას 200 ლარი“, - ნათქვამია ხაზინის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები