მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი დახარჯა მთავრობამ ვაზიანის სამხედრო ბაზის რეაბილიტაციაზე

64aaebcf957e7
შოთა ტყეშელაშვილი
09.07.23 20:32
828
თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება - ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ახალი საერთაშორისო აეროპორტი სავარაუდოდ, ვაზიანის აეროდრომის ბაზაზე აშენდება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს. დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ თავდაცვის სამინისტროს მიმართა კითხვით თუ რამდენი მილიონი ლარი დაიხარჯა წლების განმავლობაში ვაზიანის სამხედრო ბაზის რეაბილიტაციაზე, საიდან მიღებული პასუხის თანახმად, ბაზის განახლებისთვის ჯამში 20 მილიონი არის დახარჯული.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ივნისში განცხადა, რომ ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს.

დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ვაზიანის აეროპორტის საკითხზე კითხვით ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა. ეკონომიკის სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ 5 ივნისს შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც აეროპორტის საკითხებზე იმუშავებდა.

“საკითხის შესწავლის მიზნით საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის N1054 განკარგულებით შექმნილია მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში ჩართულია ყველა რელევანტური უწყების, მათ შორის საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. აღნიშნული კომისიის ფორმატში გაიმართება ყველა სახის აუცილებელი კონსულტაცია. ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ვერ იქნა მოძიებული წარსულში აღნიშნული ინიციატივის განხილვის შესახებ ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტაცია,”- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები