მსოფლიოში რიგით მეთერთმეტე ყველაზე მდიდარი ადამიანის, მუკეშ ამბანის შვილი, ანანტ ამბანი ქორწინდება. თუმცა, მანამ, სანამ ივლისში დაგეგმილი ქორწილი მოახლოვდება, აზიის უმდიდრესმა ოჯახმა გასული კვირის მიწურულს სამი დღის განმავლობაში წინა საქორწინო წვეულებაზე მსოფლიოს ცნობილ ადამიანებს უმასპინძლა და პომპეზური ცერემონიალისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარიც დახარჯა. კონკრეტულად რა მოცულობის თანხა დაუჯდა ოჯახს წინა საქორწინო წვეულება და ვინ ესწრებოდა მას?