მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის გაყიდვები აქვს ქართულ ბრენდ Crosty-ის?

ქროსთი crosty

Crosty ქართული გლობალური ბრენდია, რომელიც ფეხსაცმლით, ტანსაცმლითა და აქსესუარების რეალიზაციით არის დაკავებული. Crosty ოპერირებს კომპანია “ქროსთი გლობალის” მეშვეობით, რომელმაც 2022 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გამოაქვეყნა. ანგარიშგების თანახმად, კომპანიამ გაყიდვები 210 ათასი ლარით, 2,381,253 ლარამდე გაზარდა. კომპანიის ყველაზე წარმატებული პროდუქტია “თავისუფლებით” ბრენდირებული ფეხსაცმელი, რომლის ღირებულებაც 490 ლარიდან იწყება.

დოკუმენტის თანახმად, გაყიდვების ზრდის მიუხედავად, 80,474 ლარიდან შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება და მან 2022 წელს 16,889 ლარი შეადგინა.

ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ Crosty-ი ძირითადად ადგილობრივი გაყიდვებით არის დაკავებული და მისი შემოსავლები 2022 წლისთვის ასე ნაწილდებოდა:

  • მაღაზიიდან გაყიდვები - 1,592,337 ლარი:
  • ონლაინ გაყიდვები - 702,272 ლარი;
  • ექსპორტი - 86,644 ლარი;
  • ჯამი - 2,381,253 ლარი.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 842,490 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება სხვა ხარჯებს - გაყიდვისა და მიწოდების ხარჯი 511 ათასი ლარი; შრომის ანაზღაურება 418 ათასი ლარი; საერთო და ადმინისტრაციული ხარჯი 292 ათასი ლარი; იჯარის ხარჯი 169 ათასი ლარი. კომპანიის ფინანსური ხარჯი 2022 წელს 232 ათას ლარს შეადგენდა.

Crosty-ის ანგარიშში არა სეგმენტების მიხედვით ჩაშლილი თუ რა შემოსავალი მიიღო კომპანიამ ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების რეალიზაციიდან.

Crosty-ის აქტივები 1.6 მილიონ ლარს შეადგენს, მისი ყველაზე მსხვილი აქციონერია შპს "გოლდენ ფუთ ინვესტმენტი”, 9%-ს ფლობს ზაზა ფაჩულია, გიორგი მიქაია კი 24%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები