მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს LC Waikiki-ის საქართველოში?

waikiki
08.10.24 10:00
2434

საქართველოში ტანსაცმლის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა რიტეილერმა LC Waikiki-მ 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანიის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული წლის განმავლობაში საქართველოში გაყიდვების მნიშვნელოვანი ₾10-მილიონიანი ზრდა დაფიქსირდა, რის შედეგადაც კომპანიის ქართულმა გაყიდვებმა 154.6 მილიონ ლარს მიაღწია.

LC Waikiki, რომელიც უმსხვილესი თურქული რიტეილერია, საქართველოს ბაზარზე 15 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, რეალიზაციის მოცულობა და გაყიდვების თვითღირებულება ასე ნაწილდება:

  • 2023 წელს - შემოსავალი 154.6 მილიონი ლარი, გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება 106.5 მილიონი ლარი;
  • 2022 წელს - შემოსავალი 144 მილიონი ლარი, გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება 84.7 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია LC Waikiki Ge საქართველოსთან ერთად სომხეთის ბაზარზეც ოპერირებს, რა ბაზრებზეც გაყიდვებმა 4 მილიონი ლარით იმატა და 61.5 მილიონ ლარს მიაღწია. შესაბამისად კომპანიის მთლიანმა გაყიდვებმა ამ სამ ქვეყანაში 216 მილიონი ლარი შეადგინა. უშუალოდ ქართული ბაზრიდან Waikiki-ს მოგებამ 9.3 მილიონი ლარი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, LC Waikiki საქართველოში მის მთავარ კონკურენტებად განიხილავს Inditex-ის ბრენდებს (Zara, Bershka, Pull&Bear), აღნიშნულ ბრენდებს საქართველოს ბაზრიდან 2023 წლის შემოსავლები გამოქვეყნებული ჯერ არ აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები