მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავლები აქვთ საქართველოში მოქმედ სალიზინგო კომპანიებს?

60caff8166198
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.21 13:00
1328
საქართველოში 2020 წლის პანდემიამდე სალიზინგო სექტორი მაღალი ზრდით გამოირჩეოდა. ლიზინგის სფერო მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების ერთ-ერთი არხია, რომელიც კომპანიებს იჯარის სახით ტექნიკისა და დანადგარების ასევე ინფრასტრუქტურის გამოყენების დაწყებაში ეხმარება. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში  ტრაქტორების და სხვა აღჭურვილობის ლიზინგია გავრცელებული, სამშენებლოში ამწეების და ექსკავატორების, ფიზიკური პირებისთვის კი ეს პირველ რიგში ავტომობილების ლიზინგია.

დღეისთვის საქართველოს სალიზინგო ბაზარზე წამყვანი კომერციული ბანკების შვილობილი სალიზინგო კომპანიები - “თიბისი ლიზინგი” და “საქართველოს სალიზინგო კომპანია” ლიდერობენ. ამ კომპანიების ფინანსური ანგარიშის მიხედვით, პანდემიურმა ვითარებამ მათი მოგების მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა იქონია.

კომპანიების 2020 წლის შემოსავლები ასეთია:

● “თიბისი ლიზინგი” - შემოსავალი ფინანსური ლიზინგიდან 2020 წელს 45.7 მილიონი ლარი, კლება 2019 წელთან შედარებით 7.3%; ზარალი 3.55 მილიონი ლარი; აქტივების მოცულობა 406.5 მილიონი ლარი;

● “საქართველოს სალიზინგო კომპანია” - კონსოლიდირებული შემოსავალი 2020 წელს იჯარიდან 33.2 მილიონი ლარი, მატება 2019 წელთან შედარებით 21%; ზარალი 3.99 მილიონი ლარი; აქტივების მოცულობა 176.4 მილიონი ლარი;

● “ალიანს ჯგუფი ლიზინგი” - შემოსავალი 2020 წელს 0.87 მილიონი ლარი, კლება 2019 წელთან შედარებით 23.9%; მოგება 0.1 მილიონი ლარი. აქტივების მოცულობა 7.66 მილიონი ლარი.

● "BB ლიზინგი" - შემოსავალი 2020 წლის 1.62 მილიონი ლარი. მოგება 0.84 მილიონი ლარი.

რაც შეეხება ბაზრის სხვა მოთამაშეებს, რომელთაც 2019 წლის შედეგები აქვთ გამოქვეყნებული, მათი ფინანსური მაჩვენებლები ასეთია:

● “ჯოეაგრო ლიზინგი” - შემოსავლები 2019 წელს 3.8 მილიონი ლარი;
● “სითი ლიზინგი” - შემოსავლები 2019 წელს 2.54 მილიონი ლარი;
● “თი ჯი ლიზინგი” - შემოსავლები 2019 წელს 1.7 მილიონი ლარი;
● “ლიზინგი 21-ე” - შემოსავლები 2019 წელს 1 მილიონი ლარი.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ სებ-ი სალიზინგო კომპანიებთან, მთავრობასთან და EBRD-თან ერთად სალიზინგო ბაზრის რეგულირების ახალი წესების შემუშავებაზე მუშაობს. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი გადავა თუ არა სალიზინგო სექტორი სებ-ის რეგულირების არეალში.

“მოხდება თუ არა ეროვნული ბანკის მიერ ამ სექტორის რეგულირება, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და გადაწყვეტილი არ არის”- განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები