ამის კომპენსირება საქართველოს სახელმწიფომ უმუშევრობის კომპენსაციით სცადა. 6 თვის განმავლობაში 200–ლარიანი დახმარება ერიცხებოდათ იმ პირებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო სამსახური და შემოსავალი დაკარგეს. 300–ლარიანი ერთჯერადი დახმარება კი სახელმწიფომ სოციალურად დაუცველებსაც შესთავაზა.
“დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშის” მიხედვით, 2 წლის განმავლობაში 200 ლარიანი კომპენსაციისთვის ბიუჯეტიდან 280 მილიონი ლარი დაიხარჯა, 300–ლარიანი ერთჯერადი დახმარების სახით კი თვითდასაქმებულებს 111 მილიონი ლარი დაერიცხათ. მთლიანობაში 2 წლის განმავლობაში სახელმწიფომ უმუშევრობის კომპენსაციაში 391 მილიონი ლარი დახარჯა.

























