მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს "ანაგს"

63bffb819441c
შოთა ტყეშელაშვილი
12.01.23 23:55
3042
საქართველოს სამშენებლო სექტორის ერთ-ერთმა ლიდერმა “ანაგმა” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 254 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020-თან შედარებით 16 მილიონით მეტი იყო.

ამასთან, 2021 წელს კომპანიის წმინდა მოგება 9 მილიონი ლარი იყო.

“ანაგი”, რომელიც 1989 წელს დაფუძნდა საქართველოში საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობის მხრივ პირველ ადგილზეა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:

შემოსავალი სამშენებლო კონტრაქტებიდან - 243 მილიონი ლარი;
შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან - 11 მილიონი ლარი;
სულ - 254 მილიონი ლარი.

კომპანიის მიერ მიწოდებული საქონლის თვითღირებულებაში 101 მილიონ ლარს სამშენებლო მასალები შეადგენდა, ხელფასები და სხვა დაკავშირებული ხარჯები 52 მილიონი, სხვადასხვა დაკავშირებული მომსახურება 43 მილიონი ლარი. მთლიანობაში კომპანიის მიერ გაწეული სერვისის თვითღირებულება 210 მილიონი ლარი იყო.

“ჯგუფი ვარაუდობს, რომ მისი საქმიანობა მომავალ წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება დამატებით მნიშვნელოვანი კონტრაქტების მოპოვების შედეგად, ხოლო 2022 წელს შემოსავალი მიაღწევს 400 მილიონ ლარს.

2021 და 2020 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ანაგის“ ერთადერთი აქციონერი იყო ნანა აროშიძე, კომპანიის ფაქტობრივი მაკონტროლებელი პირი კი - ბ-ნი ზაზა გოგოტიშვილი,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

“ანაგი ჯგუფის” აქტივები 301 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 191 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები