მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს "ბეთლაივს"?

6362827ccbc86
BM.GE
03.11.22 23:55
2606
საქართველოში მოქმედ უმსხვილეს კომპანიებს, მათ შორის აზარტული თამაშების ოპერატორებს ყოველწლიურად თავიანთი ფინანსური მაჩვენებლების გასაჯაროების ვალდებულება აქვთ. 2021 წლის აუდიტირებული ანგარიში წარადგინა შპს “ბეთლაივმაც”.

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს “ბეთლაივის” შემოსავალმა ₾112 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით ₾23 მილიონით მეტია. კომპანიის შემოსავალი წარმოადგენს მიღებულ ფსონებსა და მოგების სახით გაცემულ თანხას შორის სხვაობას, შესაბამისად უშუალოდ მოთამაშეების მიერ ბეთლაივისსისტემაში შეტანილი თანხები გაცილებით უფრო დიდი იყო, ხოლო 112 მილიონი მიღებულ თანხებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობაა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც. თუკი 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება ₾17.4 ილიონი იყო, 2021-ში ის ₾28.8 მილიონამდე გაიზარდა.

კონკრეტული წყაროების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

• შემოსავალი ონლაინ კაზინოდან - 80 მილიონი ლარი;
• შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 26.1 მილიონი ლარი;
• შემოსავალი მიწის სლოტ კლუბიდან - 1.6 მილიონი ლარი;

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “ბეთლაივმა” 2021 წელს ₾8 მილიონის ხელფასები გასცა, ხოლო სხვა საოპერაციო ხარჯებზე 72 მილიონი ლარი დახარჯა, რაშიც 23.5 მილიონი ლარი თამაშების მიმწოდებლების ხარჯი იყო.

“შპს „ბეთლაივი“ წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას “მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, რომელიც დარეგისტრირდა 2013 წლის 25 მარტს. კომპანიის მესაკუთრეები არიან:

შპს "IT Venture" - 40%;
სულიკო ვარსემაშვილი - 38%;
დავით ველიჯანაშვილი - 19%;
თამაზ ხარაიძე - 3%.

კომპანიის აქტივები 18 მილიონ ლარს, ხოლო ვალდებულებები 16 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები