საათებისა და აქსესუარების უმსხვილესმა ქართულმა ბრენდმა Tsikolia-მ (კომპანია იუნიქი) 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც აღნიშნული წლის განმავლობაში 8.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა 2022 წელთან შედარებით 2.2 მილიონი ლარით მეტი იყო.
კომპანიამ წლის განმავლობაში 4.2 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 1.1 მილიონი ლარით მეტი იყო. ამასთან Tsikolia-მ 2023 წელს 1.1 მილიონი ლარის დივიდენდი გასცა, 2022 წელს კი დივიდენდი 0.5 მილიონი ლარი იყო.
კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ზვიად ციკოლიაა.
ფინანსური ანგარიშგებები გამოქვეყნებული აქვთ საქართველოში საათებითა და აქსესუარებით ვაჭრობით დაკავებულ სხვა კომპანიებსაც, მათი მაჩვენებლები 2023 წლის მდგომარეობით ასე ნაწილდება:
- თაიმი - 19,845,401 ლარი;
- ქრონოგრაფი - 15,161,137 ლარი;
- ართთაიმი - 13,150,167 ლარი;
- ჯიემთი - 2,887,980 ლარი.
რაც შეეხება კომპანიების მოგების მაჩვენებლებს, ის 6.2 მილიონ ლარს შეადგენდა, მათ შორის ყველაზე მაღალი 2.8 მილიონი ლარის მოგება "ქრონოგრაფს" ჰქონდა.
რაც შეეხება საათების იმპორტს, 2023 წელს საქართველომ სულ 6.9 მილიონი დოლარის, ანუ 19 მილიონი ლარის ღირებულების საათები შეიძინა.

























