საქართველოში ნახშირის ერთადერთმა მწარმოებელმა “საქნახშირმა” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ შემოსავალი 0.7 მილიონი ლარით, 26.4 მილიონამდე გაიზარდა.
გაზრდილი შემოსავლის მიუხედავად, “საქნახშირი” ვერც 2022 წელს გავიდა მოგებაზე. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ წელი 4.7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. თუმცა, ბევრად დიდი იყო ზარალი 2021 წელს და ის 8.6 მილიონ ლარს შეადგენდა.
კომპანია 1,200 ადამიანს ასაქმებს, რომელთა ხელფასებზეც 25.3 მილიონი ლარი დაიხარჯა.
“საქნახშირი” 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის საკუთრებას წარმოადგენდა, რის შემდეგაც ის სიმბოლურ ფასად “სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის“ საკუთრება გახდა.
დოკუემნტის თანახმად, “საქნახშირის” აქტივები შეადგენს 15.2 მილიონ ლარს, ხოლო კომპანიას გააჩნია წლების განმავლობაში აკუმულირებული ზარალი 110.8 მილიონი ლარის ოდენობით.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელია ბიზნესმენი გიორგი ჭელიძე.