მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “თოლიას”?

64678d645f49b
BM.GE
20.05.23 00:00
2027
კომპანია “თოლია” საქართველოში ნაყინის უმსხვილესი მწარმოებელია. თოლიას საჯაროდ გამოქვეყნებული აქვს 2021 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, კომპანიის გაყიდვები 6 მილიონი ლარით, 50.1 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, 1.1 მილიონით გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგება და ის 2.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

კომპანია “თოლია” ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებს, მისი დამფუძნებელი და ძირითადი პარტნიორია ბიზნესმენი გოგი თოფაძე, რომელიც ამავდროულად “თოლიას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “თოლიასთვის” მთავარ ხარჯს ინგრედიენტების შესყიდვა წარმოადგენდა, რაზეც 25 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო თანამშრომელთა ხელფასები 9.5 მილიონი ლარი იყო, მიწოდება ტრანსპორტირების ხარჯები კი 4 მილიონი ლარი იყო. კომპანიის საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები კი 5.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “თოლიას” აქტივები 33.5 მილიონი ლარი, კომპანიის ვალდებულებები კი 17.3 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები