მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალს იღებს SDA პირადობების, პასპორტების და სხვა დოკუმენტების დამზადებიდან - სტატისტიკა

პასპორტი პირადობის მოწმობა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის პირველ ნახევარში 57.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მეტია.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქვეყანაში პირადობის მოწმობის, პასპორტის, ქორწინების რეგისტრაციის, ბინადრობის ნებართვების, მოქალაქეობის მინიჭების და სხვა საჯარო დოკუმენტაციის დამზადებაზე არის პასუხისმგებელი.

უწყების შემოსავლების მატება 2022 წლის 1 მაისიდან ძირითადი დოკუმენტების საფასურის მატებას უკავშირდება. პირადობის მოწმობის აღების ღირებულება 30 ლარიდან 60 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ბიომეტრიული პასპორტი 100-დან 150 ლარამდე გაძვირდა. აღნიშნული მატება ორგანიზაციამ დანახარჯების ზრდით განმარტა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შემოსავლების შესახებ ცნობილი უწყების მიერ დეპუტატ დავით უსუფაშვილისთვის გაცემული პასუხიდან ირკვევა. ორგანიზაციის თანახმად, მათ 2022 წელს 104 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, ხოლო 2021 წელს უწყების შემოსავალი 56 მილიონი ლარი იყო.

ცალკეული თვეების მიხედვით, მომსახურების გაწევიდან ყველაზე დიდი შემოსავალი ორგანიზაციამ 2023 წლის ივნისში მიიღო, რაც 11.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები