მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო სოფლის მეურნეობაში 2010-2022 წლებში?

63a75e8d2728a
თელარა გელანტია
25.12.22 11:50
985
2022 წლის ცხრა თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობაში სულ 5,7 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. საქსტატის მონაცემებით, 2010 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი FDI ამ დარგში 2015 წელს ჩაიდო - 18,6 მლნ დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში (2010-2022)

2010 - $8,7 მლნ
2011 – $16,8 მლნ
2012 – $16,1 მლნ
2013 – $12,5 მლნ
2014 – $12,3 მლნ
2015 – $18,6 მლნ
2016 – $9,17 მლნ
2017 – $13,9 მლნ
2018 – $-1,9 მლნ
2019 – $7,1 მლნ
2020 – $-1,6 მლნ
2021 – $1,9 მლნ
2022 (9 თვე) - $5,7 მლნ.

აღსანიშნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე წელსვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გაყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდა, რომელიც 2014 წლის ივნისში, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა, მაგრამ 2017 წელს ისევ დაბრუნდა შეზღუდვა, ხოლო 2018 წლიდან კი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის მიყიდვა კონსტიტუციის დონეზე აიკრძალა.

უცხოელებისთვის სასოფლო მიწის ფლობაზე მოქმედი კანონი უნდა გადაიხედოს - DWV

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები