მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ-ის შემოსავალი მიიღო ივანიშვილის კუთვნილმა "გალერია თბილისმა" 2019 წელს?

5fa99bc83f0c5
შოთა ტყეშელაშვილი
10.11.20 00:00
3600
Galleria Tbilisi Group-მა 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელშიც კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შედეგების შესახებ არის საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ბოლოსთვის სავაჭრო ცენტრის "გალერია თბილისის" დატვირთვის მაჩვენებელი 100%-ს შეადგენს და ის 133 მაღაზიის მიერ არის დაკავებული (პანდემიამდე).

მოგება ზარალის ანგარიშგების მიხედვით, სავაჭრო ცენტრის შემოსავალმა 2019 წელს 33.7 მილიონი ლარი შეადგინა, ამასთანავე, კომპანიას ჰქონა 0.93 მილიონი ლარის სხვა შემოსავალიც. ფინანსური ანგარიშის თანახმა, სავაჭრო ცენტრის საოპერაციო მოგება 16.1 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა კომპანიის სრული ფინანსური შედეგი მინუს 5.6 მილიონ ლარს შეადგენს.

სავაჭრო ცენტრის საბოლოო მშობელ კომპანიას წარმოადგენს GCF LP - შეზღუდული პარტნიორობა, რომელიც კაიმანის კუნძულების ოფშორში არის რეგისტრირებული. მისი დამფუძნებელია ბიძინა ივანიშვილი.

ცნობისთვის, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის მიერ თბილისში, რუსთაველის გამზირზე აშენებული სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა. 

თანაინვესტირების ფონდმა 64,000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო; მასში ჯამურმა ინვესტიციამ $97 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები