მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი პაციენტის მიღებისთვის არიან მზად საავადმყოფოები? - მინისტრის პასუხი BMG-ს

5e735cc14372e
ინგა მურუსიძე
19.03.20 16:00
954
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით უკვე 500-ზე მეტი საწოლი მობილიზებულია პაციენტების მისაღებად.

მინისტრის თქმით, პროცესი რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი და საწოლები საჭიროების შემთხვევაში ეტაპობრივად გათავისუფლდება.

„პაციენტების ზრდის ფონზე მოხდება ინფორმაციის ოფიციალური მიწოდება მეორე ჯგუფის ჰოსპიტალებისთვის, სადაც ჩვენ გვაქვს 700 საწოლის მობილიზების საშუალება, შემდეგ გვაქვს მესამეული დონისთვის მომზადებული ჰოსპიტალები, რომლებსაც აქვთ რესურსი 700-800 საწოლი გამოყონ კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად. ჩვენ ვამზადებთ დამატებითად საწოლებს, რომელიც იქნება 1000-დან 1500-მდე“, - განაცხადა მინისტრმა.

დღეს პრემიერ-მინისტრი ჰოსპიტალების წარმომადგენლებს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები