მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო “ვაგნერმა”?

649d4c0da9308
მარიამ ვარადაშვილი
29.06.23 14:00
614
BBC-ის რუსული ბიურო 23-24 ივნისს რუსეთში შეიარაღებული ამბოხის დროს რუსეთის სამხედრო ავიაციის დანაკარგებზე წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერმა” ჯამში შვიდი საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოაგდო: სამი - Ми-8МТПР, ორი - Ка-52 და Ми-35; ერთი -Ми-8 და ერთი Ил-22М. როგორც გამოცემა წერს, ყველა სამხედრო თვითმფრინავი ძვირად ღირებულია და ისინი სავარაუდოდ, "ვაგნერის" პოზიციების დაბომბვას ცდილობდნენ, რა დროსაც ჩამოაგდეს. 

ვერმტფენების ჩამოგდება და პილოტების დაღუპვა ჯერჯერობით რუსეთის ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ. ამიტომ, უცნობია, ზუსტად რამდენი პილოტია დაღუპული. 24 ივნისს ტელეგრამის არხებზე სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის ამსახველი კადრებიც კი გავრცელდა.

სამხედრო ამბოხი რუსეთში შემდეგი ქრონოლოგიით განვითარდა: 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხი დაიწყო. 24 ივნისს დილით მან ტელეგრამ არხზე მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ როსტოვში „ვაგნერმა“ ქალაქში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა, მათ შორის აეროდრომზე. იმავე დღეს საგანგებო მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ როსტოვში “მძიმე სიტუაცია” იყო, “ვაგნერელებს” მოღალატეები უწოდა და თქვა, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებდა.

იმავე დღეს რუსეთში პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამხედრო ამბოხის ორგანიზებისთვის და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ჩხრეკა ჩატარდა მთელი რუსეთის მასშტაბით.

ამის ფონზე "ვაგნერის" კოლონები დაიძრნენ მოსკოვისკენ და 24 ივნისის საღამოს დაუბრკოლებლად მიაღწიეს მოსკოვის ოლქის საზღვრებს. მოსკოვში სპეციალური ზომები ამოქმედდა და გადაიდო ყველა დაგეგმილი სახალხო ღონისძიება. როსტოვისკენ დაიძრა ჩეჩნეთის სპეცრაზმი. 24 ივნისს საღამოს ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ დაარწმუნა პრიგოჟინი შეჩერებულიყო. მალევე პრიგოჟინის აუდიო მიმართვა გავრცელდა, სადაც ამბობდა, რომ “ვაგნერი” უკან ბრუნდებოდა. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გვიან ღამე განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში წავიდოდა და რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები