მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი საშაურმე დახურა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ?

შაურმა

2023 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეებში ქვეყნის მასშტაბით 404 სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა. კონტროლის შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი 19 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა - ამის შესახებ უწყება bm.ge-ის მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში წერს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს შემოწმებულია 82 საშაურმე, რომელთაგანაც 3-ს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად რა დარღვევებისთვის უჩერდებათ ბიზნეს ოპერატორებს საწარმოო პროცესი, უწყება წერს, რომ მიზეზი, სხვადასხვა სახის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევაა.

შეგახსენებთ, საქართველოში საშაურმის სტატუსით სულ 537 ბიზნესოპერატორია რეგისტრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები