მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი სავაჭრო ობიექტი დაჯარიმდა პოლიეთილენის პარკების გამოყენებისთვის?

63637a84bb776
თათია ჩაფიჩაძე
03.11.22 20:07
758
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განყოფილების ხელმძღვანელის შოთა თუხარელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე 60-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ჯარის მოცულობა კი 50-დან 60 ათას ლარამდეა.

„საქმიანი დილის“ ეთერში თუხარელმა გასული წლების მონაცემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2020-2021-ში სულ 200-ზე მეტი ობიექტი, ჯამში 1 მლნ ლარამდე თანხით დაჯარიმდა.

მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე პოლიეთილენის პარკების ამოღება განსაკუთრებული პრობლემურია ბაზრებისა და ბაზრობების ტიპის სავაჭრო ობიექტებიდან, სადაც მონიტორინგი ნაკლებად ხორციელდება.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის მიერ 2020-2021 წლებიდან მოყოლებული 2000-მდე საჯარიმო ოქმია შედგენილი, დაჯარიმებულია 200-ზე მეტი ობიექტი. 2022 წლის ამ დრომდე აღმოჩენილია 60-მდე სამართალდამრღვევი რომლებიც დაჯარიმდნენ. ჯარიმის მოცულობა პირველ ეტაპზე არის 500 ლარი, განმეორებითი ჯარიმის მოცულობა კი 1000 ლარია. გასულ წლებში ჯარიმის მოცულობა 1 მლნ ლარამდე იყო, მიმდინარე წელს კი ეს თანხა 50-60 ათასი ლარია.

ჩვენ პრიორიტეტი მივანიჭეთ მსხვილ ობიექტებს, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსხვილ სავაჭრო ქსელურ მარკეტებში მდგომარეობა გამოსწორებულია, ყველგან არის ბიოდეგრადირებადი პარკები შესაბამისი სერტიფიკატებით. რაც შეეხება მცირე მეწარმეებს, აქ მიდის მუშაობა, რომ მოხდეს ჩანაცვლება პოლიეთილენის პარკის. აქ რთული კონტინგენტია, ბევრია თვითონ პარკიც და ხანდახან საჭიროა საპატრულო პოლიციის ჩართულობაც. ეტაპობრივად მივყვებით, მსხვილიდან მივედით მცირეებზე და შესაბამისად საბითუმო და სავაჭრო ქსელურ ადგილებზეც. მონიტორინგი ყოველდღიურად ხორციელდება, 4 ჯგუფი მუშაობს ამისთვის,“ - განაცხადა თუხარელმა.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია 2019 წლის ივლისიდან აკრძალულია. კანონის მიხედვით, იმპორტის კონტროლს საზღვარზე შემოსავლების სამსახური, საწარმოებში გარემოს დაცვის სამინისტრო, სავაჭრო ობიექტებში კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები