მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი სკოლა აშენდა-რეაბილიტირდა 2022 წელს და რამდენია პროცესში? - ინფრასტრუქტურის მინისტრი

ქარსელაძე

პარლამენტში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ, რომელიც დეპუტატებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აბარებს.

მინისტრის ინფორმაციით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში 2022 წელს 79 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, საიდანაც დღეის მდგომარეობით, 57 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებულია და წლის ბოლომდე კიდევ 10 სკოლის დასრულებაა გათვალისწინებული, 5 სკოლა დასრულდება 2024 წელს და 7 სკოლა შესაბამისი ხელშეკრულებების მიხედვით 2025 წელს.

„აქაც არის გამოწვევები, დაგვიანებები, შეწყვეტილი ხელშეკრულებები, თუმცა აქაც მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება გვაქვს, რომ დარჩენილი თუ მიტოვებული სამუშაოები კანონის და შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით განვითარდეს. მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ ვხედავთ, ვიცით და მაქსიმალურად ვრეაგირებთ, თუ მოლოდინებთან მიმართებით შეუსაბამობები გვაქვს, ეს მისაღები არ არის.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია რომ 54 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკთან ერთად დავიწყეთ, საიდანაც 11 სკოლაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხელშეკრულებები გაფორმებულია. 14 სკოლაზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს და დანარჩენი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ტენდერები გამოცხადდება.

ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია KfW-სთან და ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ ენერგოეფექტურობის ფარგლებში. განათლების სამინისტროსთან ერთად დგინდება სკოლები. ისევე როგორც საკუთრივ განათლების სამინისტრო 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას ავითარებს და შესაბამისად 1000 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაზეა საუბარი“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები