მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ტონა ნავთობი და ქვანახშირი მოიპოვეს საქართველოში 2018 წელს?

5dfa5afab41c5
BM.GE
18.12.19 22:06
2876
2018 წლის განმავლობაში მოპოვებულია 30,2 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2017 წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლები), 137,9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 48,6 პროცენტით ნაკლები) და 10,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 20,0 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ამასთან, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში წარმოებულია 1 440,1 ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით 25,7 პ როცენტით ნაკლები).

რაც შეეხება წარმოებულ ელექტროენერგიას, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 5,4 პროცენტით და შეადგინა 12 148,6
მილიონი კილოვატსაათი.

როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო როგორც მეტი წყალმოდინებით, ასევე 2 სეზონური და 7 მცირე ელექტროსადგურის სისტემაში ჩართვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები