მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი წერილი და ამანათი გაიგზავნა 2022 წელს საფოსტო და საკურიერო კომპანიების მიერ?

ამანათები

საფოსტო და საკურიერო კომპანიების მიერ 2022 წელს გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციის რაოდენობა წლიურად 1.7%-ით შემცირდა, ამანათების რაოდენობა კი 50%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2022 წლის განმავლობაში 5 მილიონ 379 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 7 მილიონ 403 ათასი ამანათია გაგზავნილი.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 70.7% ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 76.2% - საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 23.8% - ადგილობრივ გზავნილებზე. ამასთან, შემოსავლების 70.7% ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 76.2% - საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 23.8% - ადგილობრივ გზავნილებზე ნაწილდება.

დღეს გამოქვეყნებული საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 17.8% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 59.6% საერთაშორისო, 40.4% კი ადგილობრივი გზავნილებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები