მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენია ევროპარლამენტარების ანაზღაურება?

5cae064aef8dd
ანუკა ჯოხაძე
10.04.19 21:00
2266
ევროპარლამენტის ყოველი წევრი ერთი და იმავე ანაზღაურებას იღებს, მიუხედავად იმისა, რა დროს ატარებს ის ბრიუსელში. 2018 წლის ივლისის მონაცემებით, გადასახადების ჩათვლით ევროპარლამენტარის ყოველთვიური ანაზღაურება 8 757 ევროს უტოლდებოდა. გადასახადების გადახდის შემდეგ კი ანაზღაურება თვეში 6 824 ევროა.

თუმცა, ამის პარალელურად ზოგიერთი დეპუტატი დამატებით გადასახადებს კიდევ იხდის, რომელსაც მათ ევროკავშირი ავალდებულებს. შესაბამისად, დეპუტატის ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან არის ის ევროპარლამენტში წარდგენილი. მაგალითად ბრიტანელი დეპუტატების ხელფასი 6448 ფუნტი სტერლინგია, ხოლო იტალიელი დეპუტატების შემთხვევაში ყოველთვიური ანაზღაურება - 5246 ევრო.

ევროპარლამენტის დეპუტატების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებაც ხდება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი შესაბამის გადახდის ქვითრებს წარადგენენ. ბიზნესკლასით მგზავრობის შემთხვევაში დეპუტატი ანაზღაურების სახით ყოველ კილომეტრზე 0.53 ევროს იღებს. ანაზღაურება კი მაქსიმუმ 1000 კილომეტრზე ხდება.
რაც შეეხება სამივლინებო ყოველდღიურ ხარჯებს, როცა დეპუტატები საქმიანი ვიზიტით სტრასბურგსა ან ბრიუსელში მიემგზავრებიან, ყოველდღიურად 320 ევროს იღებენ, რომელიც სასტუმროსა და კვების ხარჯებს მოიცავს.

ევროპარლამენტარებს პარლამენტის ავტოპარკთანაც აქვთ წვდომა, რომლის გამოყენებაც იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ბრიუსელში ან სტრასბურგში იმყოფებიან, მათთვის ამ ორ ქალაქში გამოყოფილია სამუშაო ოფისებიც. სამედიცინო მომსახურების ⅔-ს კი ევროპარლამენტი ანაზღაურებს.

63 წლის ასაკში ევროპარლამენტის დეპუტატებს უფლება აქვთ პენსიაში გავიდნენ. პენსიის მოცულობა კი დაგროვებული ანაზღაურების 3,5%-ია. პენსიების დაფარვა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები