მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენია Hollywood-ის სცენარისტების ანაზღაურება?

645f30b25b522
თინათინ ნატმელაძე
13.05.23 11:39
1402
Hollywood-ის სცენარისტების ორი ძირითადი ჯგუფი რამდენიმე დღეა გაფიცული არიან. ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკის მწერალთა გილდია და სატელევიზიო და კინემატოგრაფიული პროდიუსერების ალიანსი, რომლებიც ათიათასობით სცენარისტის უფლებებს იცავენ, 1-ელ მაისს გაიფიცნენ, მათი მოთხოვნა იყო, რომ 1-ელი მაისის დღის ბოლომდე, დამსაქმებლებთან უკეთესი ხელშეკრულება გაეფორმებინათ, თუმცა შეხვედრა ჩაიშალა და პროტესტიც გრძელდება.

ამერიკის მწერალთა გილდიის განცხადებით, სცენარისტებს მიაჩნიათ, რომ ფილმების, სატელევიზიო შოუებსა და სტრიმინგ-პლატფორმებზე განთავსებული კონტენტისთვის მათ შეუსაბამოდ ცოტას უხდიან, რადგან ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, კონტენტის გავრცელების არეალი საგრძნობლად გაიზარდა.

ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიუროს აპრილის ოფიციალური მონაცემებით, ჰოლივუდის მწერლების საშუალო წლიური ანაზღაურება 69,510 დოლარია. ცხადია, თანხის გამომუშავება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - პირველი ეს არის სცენარის ტიპი, ანუ რისთვისაა სცენარი განკუთვნილი მხატვრული ფილმისა თუ ტელევიზიისთვის. შემდეგი არის პროექტის მასშტაბი, დიდბიუჯეტიანი პროექტები, ცხადია, რომ სცენარისტებს მეტ ანაზღაურებას აძლევენ და ბოლოს, მნიშვნელოვნია დამსაქმებლისა და კლიენტის ვინაობაც.

რამდენია Hollywood-ის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სცენარისტების შემოსავალი?

ოფიციალური მონაცემებიდან ცნობილი ხდება, რომ პირველ ადგილზეა ჩაკ ლორი, ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი, რომელმაც ისეთი ცნობილი სიტკომები შექმნა, როგორიცაა Two and A Half Men და The Bing Bang Theory. ჩაკ ლორმა თავისი კარიერის განმავლობაში 600 მილიონი დოლარის გამომუშავება მოახერხა.

შემდეგი 300 მილიონი დოლარის ქონებით არის სეთ მაკფარლენი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ანიმაციური სიტკომების Family Guy-სა და American Dad-ის სცენარისტი და შემქმნელია.

მესამე ადგილს დევიდ კელი იკავებს და მისი, როგორც მწერლისა და პროდიუსერის ქონება 250 მილიონი დოლარია. 1992 წელს მან David E. Kelley Productions დაარსა და შექმნა ისეთი სატელევიზიო პროექტები, როგორიცაა Chicago Hope, The Practice, All McBeal, Boston Public და ასე შემდეგ.

სიის მომდევნო წევრი ჯოს ვედონია, რომლის ქონებაც 100 მილიონ დოლარს შეადგენს. კარიერის ადრეულ ეტაპზე, ჯოზი სერიალი "როზეანის" სცენარს წერდა, რომელშიც ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. შემდეგ კი ისეთი ცნობილი სიტკომები შექმნა, როგორიცაა The Office, Dollhouse და ასევე იყო "შურისმაძიებლების" სცენარისტიც.

Hollywood-ის კიდევ ერთი ლეგენდა, რომელმაც 90 მილიონი დოლარი კულისებიდან დააგროვა, აარონ სორკინია. მისი სცენარით 1992 წელს შეიქმნა ფილმი "რამდენიმე კარგი მამაკაცი", რომელშიც მთავარ როლს ყველასთვის ცნობილი მსახიობები, ჯეკ ნიკოლსონი, ტომ კრუზი და დემი მური ასრულებდნენ. მომდევნო წლებში მან ასევე შექმნა სხვადასხვა სატელევიზიო სერიალებიც - Sports Night, პოლიტიკური დრამა The West Wing და მრავალი სხვა.

თუმცა, მაღალ ანაზღაურებადი სცენარისტების გარდა, Hollywood-ში არსებობენ მწერლები, რომლებიც თვლიან, რომ მათი შრომა სათანადოდ არ ფასდება და შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ. სწორედ ამიტომ, სცენარისტები გაფიცვას აგრძელებენ და კვლავ იგივე მოთხოვნა აქვთ - უკეთესი საკონტრაქტო პირობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები