ბოლო 12 თვეში, Forbes-ის მიხედვით, მან $108 მილიონი (81.5 მილიონი ევრო) მიიღო შემოსავლის სახით.
შემოსავლის ნახევარზე მეტი, $47 მილიონი, იყო ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა Heuer, Herbalife და Nike. აღსანიშნავია, რომ რონალდოს ახალი კონტრაქტი Nike-თან მთელი მისი ცხოვრება იმოქმედებს და წელიწადში ფეხბურთელის შემოსავალი 19 მილიონი ფუნტ სტერლინგი იქნება. ეს ნიშნავს, რომ 73 წლის ასაკში მას დაახლოებით $1 მილიარდი ექნება მიღებული. მას ასევე აკავშირებს კონტრაქტები ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Castrol, Samsung და KFC.
მხოლოდ "იუვენტუსში" 4 წლის განმავლობაში მისი შემოსავალი $138 მილიონი იქნება, ამას ცხადია ემატება ბონუსები. აღსანიშნავია მისი ქონებაც. ის ფლობს $300,000-ად შეფასბულ Lamborghini Aventador-ს, ასევე მის მფლობელობაშია : Maserati, Bentley, Porsche, Mercedes, Ferrari და სხვა.
რაც შეეხება უძრავ ქონებას მისი საცხოვრებელი, ქალაქ მადრიდში $7.1 მილიონადაა შეფასებული. ატარებს $160,000 შეფასებულ საათს, საკუთარ ცვილის ფიგურაში კი $30,000 გადაიხადა.