მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე დღეა რელიგიური მსახურების კოვიდ-ტესტირება მიმდინარეობს - მინისტრის მოადგილე

5ff4246e7eddb
თამთა ჯიჯავაძე
05.01.21 12:31
908
"შობას უკავშირდება ეკლესიებში ხალხმრავლობა, სტუმრიანობა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი და აქ ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ისევ ის, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოსახლეობას, სტუმრიანობას მოვერიდოთ და პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს სამღვდელოების და სხვა კონფენსიების წარმომადგენელთა ტესტირების პროგრამა.

„რაც შეეხება ეკლესიებში ინფექციის გავრცელების კონტროლს, უკვე რამდენიმე დღეა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო კონკრეტულად რელიგიური მსახურების, სამღვდელოების და სხვა კონფესიების წარმომადგენლების ტესტირების შეთავაზების პროექტი. ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ თუ ოდნავ მაინც სავარაუდო შემთხვევაა და რელიგიურ პირებში საეჭვო შემთხვევაა, მოხდეს მისი დროული იდენტიფიცირება და ამ პირმა იმ კონკრეტულ დღეს არ მიიღოს მსახურებაში მონაწილეობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის: 6 იანვარს, შობის ღამეს, საქართველოში ერთი დღით ე.წ კომენდანტის საათი კვლავ უქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები