მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რამდენიმე დღეა შევაჩერეთ მუშაობა, თანამშრომლები არ გვყავს“ – Dr.Drive

64004419540e8
ნანუკა ნარიმანიძე
02.03.23 11:00
645
საქართველოში პირველი Drive thru აფთიაქის Dr. Drive-ს დამფუძნებელი გიორგი გოგეშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ კომპანიის დროებით დახურვა მოუწია კადრების დეფიციტის გამო.

„მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს ის პროდუქტი დავუდეთ, რაც სჭირდებოდა და მუშაობაში ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, კვალიფიციური თანამშრომელი არ იშოვება და ამის გამო ფუნქციონირების დროებით შეჩერება მოგვიწია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

Dr. Drive-ი რეგიონების ჩათვლით  25 ლოკაციის ათვისებას გეგმავს, თუმცა როგორც  გიორგი გოგეშვილი bm.ge-სთანაღნიშნავს, ეს გეგმაც გადაიდო და მიზეზად გარდა კვალიფიციური თანამშრომლების დეფიციტისა, რთულ, ბიოროკრატიულ სისტემას ასახელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უხვად იხსნება მსგავსი, სწრაფი მომსახურების ობიექტები, ჩვენს შემთხვევაში მერია ყოველ ჯერზე უარს აცხადებს კომპანიისთვის საჭირო, მუნიციპალური ტერიტორიის იჯარით გაცემაზე“, - განმარტავსის გოგეშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Dr. Drive ცდილობს კადრების პრობლემის მოგვარებას, რათა რაც შეიძლება მალე გააგრძელონ მუშაობა.

ცნობისთვის, Dr. Drive სწრაფი აფთიაქია, სადაც მეორე ჯგუფის მედიკამენტების, ჰიგიენისა და ბავშვთა კვების პროდუქტების შეძენა ღია ფანჯრის პრინციპით, მანქანიდან გადმოსვლის გარეშეა შესაძლებელი. კონკრეტული მომსახურების მიღება თბილისში, ბელიაშვილის 199 ნომერში მდებარე საპილოტე აფთიაქშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები