„რამდენიმე კულტურის სათესლე მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოქტომბრიდან ხორბლის და ქერის კულტურა სავალდებულო რეგისტრირებას დაექვემდებარება.
„მომხმარებლისთვის ხარისხიანი სათესლე მასალა უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ბოლო წლებში ამ კუთხით გვაქვს წინსვლა. მომავალში ამ სიას სხვა კულტურებიც დაემატება“, - განაცხადა მინისტრმა.