მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც კონკრეტული ტექდათვალიერების ცენტრები გაჩერდა - გიორგი შიოლაშვილი

ტექისნპექტირება

გასულ წელს რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც კონკრეტული [ტექდათვალიერების] ცენტრები გაჩერდა, - ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ "საქმის კურსის' ეთერში განაცხადა. როგორც გიორგი შიოლაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მიზეზი ინსპექტირების პროცესების დარღვევა იყო.

"გასულ წელს რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც კონკრეტული ცენტრი გარკვეული ხარვეზების გამო კონკრეტული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იქნა.

- თბილისში თუ რეგიონებში?

- თბილისშიც და რეგიონებშიც.

- ძირითადად, რა სახის დარღვევები ჰქონდათ?

- ინსპექტირების პროცესის არასათანადო განხორციელება. ტექნიკურ რეგლამენტში მოცემული მოთხოვნები რაც არის, იმასთან შესაბამისობაში თუ არ არიან და ეს თუ სისტემური გადაცდომაა, აკრედიტაციის სტატუსი უჩერდებათ", - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა

მისი თქმით, დარღვევების გამოსწორების შემდეგ, ყველა მათგანს აკრედიტაცია აღუდგა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები