ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოში კვერცხის იმპორტი შეჩერდა. საუბარია სასურსათო კვერცხზე, რომელიც საქართველოში მხოლოდ თურქეთიდან შემოდის. ადგილობრივი მწარმოებლები ამას მეზობელ სახელმწიფოში შექმნილ დეფიციტს უკავშირებენ. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მოთხოვნის 100% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება. რა ტენდენციებია კვერცხის სარეალიზაციო ბაზარზე, რა გავლენას ახდენს მარცვლეულზე მზარდი ფასი კვერცხის ღირებულებაზე და შეუძლია თუ არა ადგილობრივ წარმოებას მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.