ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ წამლის ლაბორატორია კეთდება, რომლის გახსნასაც რამდენიმე თვეში შეძლებენ.
"წამლის ლაბორატორიას საკმაოდ აქტიურად ვაკეთებთ. ტენდერი იყო გამოცხადებული და იმედია მომდევნო თვიდან შევძლებთ კომპანიის დაკონტრაქტებას. შენობა უკვე შერჩეულია, ასევე დანადგარები და სხვა და სხვა აღჭურვილობა შეძენილი გაქვს და დაიწყება ატომური სარემონტო პროცესი. ვფიქრობთ რამდენიმე თვეში შევძლებთ წამლის ლაბორატორიის გახსნას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს გეგმები აქვს რესპუბლიკური, რუხის და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებთან დაკავშირებითაც: გეგმები გაქვს, როგორ უნდა იყოს ეს კლინიკები მრავალპროფილური და მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი ჩვენს მოსახლეობას, როგორ შესთავაზონ. ვფიქრობთ ამ პროცესსაც აქტიურად დავიწყებთ და საკმაოდ დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.