მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაძვირდა ავიაბილეთები 2022 წელს?

63b9355fb4834
მარიამ ვარადაშვილი
07.01.23 14:00
1015

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის [Eurocontrol] მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ავიაბილეთებზე ფასი წლიურად 14%-ით გაიზარდა. ორგანიზაციის განცხადებით, ბილეთებზე ფაზის ზრდამ პიკს ივლისში მიაღწია, როცა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასი თითქმის 30%-ით იყო გაზრდილი. 

რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციამ ენერგორესურსებზე ფასი გაზარდა, რამაც თავის მხრივ ინფლაციის ზრდა გამოიწვია. მაღალ ინფლაციას გავლენა ჰქონდა ავიაციის სექტორზეც, განსაკუთრებით გაიზარდა საავიაციო საწვავის ფასი, რომელსაც ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი აქვს. ამის გათვალისწინებით Eurocontrol-ი ავიაციისთვის გასული წლის მთავარ გამოწვევად საწვავზე გაზრდილ ფასს ასახელებს. 

ომის დაწყებიდან მალევე საავიაციო საწვავზე ფასი რეკორდულად გაიზარდა. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის [IATA] ინფორმაციით, ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ ბარელის ფასი 150 დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 120%-იანი მატებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები