მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაძვირდება წელს კერძო ბაღები?

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრიდან დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ამასთან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან ბაღებში დასაქმებული აღმზრდელების გადამზადების პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება. როგორც სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, თანამშრომლობა დაიწყება როგორც პროფესიულ, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან.

მისივე ინფორმაციით, წლის განმავლობაში დედაქალაქში 10 ბაღი გაიხსნება, რომელიც ჯამურად 4 000-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. რა გავლენას იქონიებს საჯარო ბაღებში არსებული სიახლეები კერძო ბაღებზე?

სტუმარი: გიგი სისვაძე - კერძო საბავშვო-ბაღების ასოციაცია “მნათის” აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები