მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაძვირდება უძრავი ქონება? - წლის მოლოდინები

BM.GE
23.01.23 11:38
233
უძრავი ქონების ფასი საქართველოში შეუჩერებლად იზრდება. დედაქალაქში ალბათ შეუძლებელია ბინის ნახვა 30 ათასი დოლარის ფარგლებშიც კი. მინიმალური ფასი მინიმალური ფართით და გარეუბანში საშუალოდ 40 ათასი დოლარიდან იწყება, მაშინ როცა არც კი 1 წლის წინ ღირებულება 10ათასი დოლარით ნაკლები იყო.

დარგის სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე წელს ტენდენცია უცვლელი დარჩება და გაზაფხულიდან ფასები კიდევ გაიზრდება, მთავარი მიზეზი რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბინების შეძენა იქნება. თუ მათი დიდი ნაწილი გასულ წელს ქირით ცხოვრობდა და საერთო გაყიდვებში თიბისი კაპატალის მონაცემებით წილი მხოლოდ 5.5.% იყო, წელს მოსალოდნელია რომ რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

სადამდე შეიძლება ველოდოთ ფასის ზრდას, რამდენად ჯანსაღია ბაზარზე მდგომარეობა და ხომ არ არსებობს ე.წ. ბუშტის გახეთქვის საშიშროება?

სტუმარი: ირინე კვახაძე - “თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები