უძრავი ქონების ფასები კვლავ მზარდია. "თიბისი კაპიტალში" პროგნოზირებენ, რომ გასაყიდ უძრავ ქონებაზე 2023 წელს ფასი 18%-ით, ქირაზე კი 28%-ით გაიზრდება. ორივე შემთხვევაში მთავარი განმსაზღვრელი მიგრანტების მხრიდან დაგენერირებული მოთხოვნა დარჩება.
„ჩვენი პროგნოზით გაიზრდება გასაყიდი ფასი 18%-ით და ზრდას განაგრძობს ქირის ფასიც თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ეს 2022-ში იყო. ჩვენი ვარაუდია, რომ ეს 28%-ის ფარგლებში იქნება.
ორივე შემთხვევაში მთავარი განმსაზღვრელის წელს დარჩება მიგრანტებისგან დაგენერირებული მოთხოვნა. გარკვეული ნაწილი ვინც ქირით ცხოვრობს წელს გადაწყვეტს ბინის შეძენას. ასევე გასათვალისწინებელია მეორე სცენარიც, თუ დამატებითი მიგრანტები შემოვლენ ქვეყანაში. ეს დამოკიდებულია როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში, მათ შორის გამოცხადდება თუ არა მობილიზაცია და ა.შ. „ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა ირინე კვახაძემ.