მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით იზრდება ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმა? - პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაამტკიცა

649bff84d832a
BM.GE
28.06.23 13:43
1108
პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა მფლობელის 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ნაცვლად 20 ლარისა.

ამავე ცვლილებების მიხედვით, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედების გამო მფლობელი 300 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად 50 ლარისა.

ასევე, მკაცრდება სანქციები თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირუტყვი მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე მეთვალყურეობის გარეშე იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები