მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა მევენახემ დააბინავა მოსავალი? - სააგენტო

რთველი

15 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 111 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, მათ შორის, 47 ათას ტონამდე რქაწითელი, 53 ათას ტონამდე საფერავი. ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 9300-მა ვენახე ფერმერმა დააბინავა - ინფორმაციას, ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადამუშავებული საფერავის რაოდენობა 2-ჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

"ჭარბი მოსავლის პირობებში საფერავის დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და
მიღებულ საფასურს შორის

ამასთან ერთად, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20-მდე ლოკაციაზე იბარებს. ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 9300-მა ვენახე ფერმერმა დააბინავა, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 225 ღვინის კომპანია და მარანი.
ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 12-13 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია.
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები