მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა მგზავრმა ისარგებლა ზაფხულში შიდა ტურისტული ფრენებით - სტატისტიკა

5f7f136ba2126
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.20 17:29
1246
ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში ქვეყანაში ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ჯამში 100-მდე რეისი შესრულდა. BMG-მ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგან გამოითხოვა ინფორმაცია, იმის თაობაზე თუ რამდენმა მგზავრმა ისარგებლა ამ ფრენებით და რამდენად არის 2019 წლის ტურისტულ სეზონთან შედარებით ადგილობრივი ფრენები შემცირებული.

თბილისი-ბათუმის ფრენები:

24 ივლისიდან თბილისისსა და ბათუმს შორის ფრენებს ასრულებს ავიაკომპანია აკ-ეარ ჯორჯია, ემბრაერ ე120 ტიპის ხომალდით, რომლის მაქსიმალური ადგილების ოდენობა 30-ს შეადგენს. 24 ივლისიდან 30 სექტემბრის პერიოდში, თბილისი-ბათუმის საჰაერო ხაზზე სულ განხორციელდა 22 რეისი და იმგზავრა 842-მა მგზავრმა.

ფრენები ნატახტარი-მესტიის მიმართულებით:

მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტი 2020 წლის 24 ივლისი - 30 სექტემბრის პერიოდში სულ მოემსახურა 33 რეისს და 1122 მგზავრს. რაც წინა წელტან შედარებით რეისების რაოდენობის კუტხით 62%-იან ხოლო მგზვართნაკადის კუთხით 53%-იან კლებას შეადგენს. თუმცა აღსანიშნავია რომ თითოეული რეისის დატვირთულობა 2020 წელს 77%-ს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით მხოლოდ 2%-ით არის ნაკლები. აღსანიშნავია, რომ დაბა მესტია 10 აგვისტოს გართულებული ეპიდსიტუაციის გამო ჩაიკეტა. რის გამოც 10 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში ფრენები შეჩერებული იყო.

ფრენები ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით:

ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტი 2020 წლის 24 ივლისი - 30 სექტემბრის პერიოდში სულ მოემსახურა 27 რეისს და 918 მგზავრს. რაც წინა წელთან შედარებით რეისების რაოდენობის კუთხით 7%-იან კლებას შეადგენს, ხოლო მგზვართნაკადის კუთხით 32%-იან მატებას. თუმცა აღსანიშნავია რომ თითოეული რეისის დატვირთულობა 2020 წელს 71%-ს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 4%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები