მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა მოქალაქემ მიიღო 200 და 300 ლარიანი კომპენსაცია - სტატისტიკა

5ee0a05bde970
თელარა გელანტია
10.06.20 12:55
1459
9 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით დარეგისტრირებული კომპენსაციის მიმღები 127 472 თვითდასაქმებულიდან 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო 66 685 პირმა.

ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან გამოითხოვა.

სააგენტოს ცნობითვე, ამ დროისთვის 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 754 დასაქმებულს, რომელიც პანდემიის გამო დაზარალდა.

შეგახსენებთ: კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება.

განაცხადებს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები