მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა ქართველმა მოიგო წელს „მწვანე ბარათი“?

BM.GE
10.05.22 12:21
1502
ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მწვანე ბარათის გათამაშებაში ერთვებიან და მაგალითად თუკი 2011 წელს 20 ათასი კაცი იყო დარეგისტრირებული, 2021 წელის გათამაშებისთვის უკვე 112 ათასი დარეგისტრირდა, თან პანდემიის პირობებში. ეს სტატისტიკა წელს კიდევ უფრო მზარდია. აშშ-ის მწვანე ბარათის გარდა, ასევე გაზრდილია მოთხოვნა აშშ-ის ტურისტულ ვიზაზეც. 2023 წლის თებერვლამდე საელჩოში გასაუბრებისთვის ადგილი არ არის. სტატისტიკა მზარდია მექსიკაზეც და პოლონეთის სამუშაო ვიზაზეც. აქვე გეტყვით, რომ მწვანე ბარათის გათამაშებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წელიწადში ერთხელ ატარებს და ყოველწლიურად, 550 000 საიმიგრაციო ვიზა გაიცემა, რისი მიზანიც აშშ-ის მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების უფლების მინიჭებაა. "მწვანე ბარათის" მფლობელები აშშ-ის მუდმივი რეზიდენტები ხდებიან და უფლება ეძლევათ იცხოვრონ და იმუშაონ ლეგალურად, ისარგებლონ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღონ კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეთ აშშ-ის სოციალური დაზღვევის ნომერი. 

რაც შეეხება მაჩვენებლებს, საქართველოს შემთხვევაში ზოგადი სტატისტიკური მონაცემებით მოგებულთა ყველაზე მაღალი 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც აღნიშნული ბარათი 1195-მა ადამიანმა მოიპოვა 122 109 მონაწილიდან. მას შემდეგ მოგებულთა მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა - 1131 ადამიანი. როგორია წელს მაჩვენებლები? 

სტუმარი: ნიკო გოგოლაძე - Turebi.ge, დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები