მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა სტატუსშეჩერებულმა სტუდენტმა გააგრძელა სწავლა?

33 ათასამდე სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან ამ დროისთვის სტატუსი 5 ათასამდე პირმა აღიდგინა. ამის შესახებ, გუშინ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ჯამში დავალიანების სახით 35 მილიონ ლარამდეა ჩამოწერილი.

პროგრამას პოზიტიურად აფასებს კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი კახა შენგელია, რომელიც ამბობს რომ ორივე უნივერსიტეტში1000-ზე მეტი სტუდენტიდან ამ დროისთვის სტატუსი 500-მდე პირმა აღიდგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები