2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს სატრანსპორტო კორიდორით 118 ათასმა სატრანზიტო ტრაილერმა ისარგებლა, რაც რეკორდულ რაოდენობას წარმოადგენს და წინა წელთან შედარებით 4%-ით მეტია. თითოეული ტრაილერი კანონმდებლობის მიხედვით 350 ლარის გზათსარგებლობის გადასახადს იხდის.
ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტში გზათსარგებლობის გადასახადიდან 41.2 მილიონი ლარის შემოსავალი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 1.6 მილიონი ლარით მეტი იყო.